Friday, April 27, 2012
ლოს-ანჯელესი
ქალაქი ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი, კალიფორნია, მოსახლეობით აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ქაუნთის ადმ. ცენტრია. 2000 წლის ცენზის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 3,69 მილიონს, თუმცა 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, ქაუნთის საერთო 10 მილიონი მცხოვრებიდან. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1200 კვ.კმ, რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.
ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, ისევე როგორც შემოქმედების ავანგარდი, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა ერის წარმომადგენელი. აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდა ქალაქის საამური კლიმატი, ცხოვრების ცოცხალი ცხოვრების რიტმი, უდიდესი ენერგია, წყნარ ოკეანეზე მთავარი გასასვლელის სტატუსი და ”ამერიკული ოცნების” განხორციელების შესაძლებლობანი. 1932 და 1984 წლებში ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. ლოს-ანჯელესის ყველაზე კრიმინალური უბნებია Compton-ი Watts-ი და Inglewood-ი და ყველაზე კრიმინალური დაჯგუფებები - კი Bloods, CripsSureños, Mara Salvatrucha და 18th Street
ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი»(ინგლ.: „Big Apple“)
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.
ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.
ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.
შანჰაი
ქალაქის ფორმირებამდე შანხაის სონიანის პროვინციის (松江縣) ნაწილი იყო, სუჟუს პრეფექტურის (蘇州府) დაქვემდებარებაში. სონგის დინასტიის (960-1279) პერიოდიდან შანხაი თანდათან უფრო საქმიანი სავაჭრო პორტი ხდება და მის პოლიტიკურ იურისტიდქიას აჭარბებს.
ქალაქის კედელი ჩვ.წ 1553 წელს აშენდა, რაც დღეს ქალაქის დაფუძნების თარიღად მიიჩნევა. თუმცა მე-19 საუკუნემდე შანხაი, ჩინეთის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისგან განსხვავებით, რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებდა და ამგვარად აქ ჩინეთის ძველი კულტურის რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი არ არსებობს.
შანხაის როლი რადიკალურად შეიცვალა მე-19 საუკუნეში, როცა მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ ინაცზის მდინარეზე ის დასავლეთთან ვაჭრობისთვის იდეალური ადგილი გახადა.
ადრეული მე-19 საუკუნის პირველი ოპიუმის ომის დროს ბრიტანეთის ჯარებს შანხაიმცირე ხნით ოკუპირებული ჰყავდათ. ომი 1842 წელს დასრულდა ნანკინის ზავით, რის შედეგადაც ზავის ქვეშ მოქცეული პორტები, შანხაის ჩათვლით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის თავისუფალი გახდა.
Subscribe to:
Posts (Atom)